05/11/2024
13:28
მსოფლიო
გამოკითხვების მიხედვით, დონალდ ტრამპი ოთხ მერყევ შტატში, ჯორჯიაში, არიზონაში, ნევადასა და ჩრდილოეთ კაროლინაში ლიდერობს, ხოლო კამალა ჰარისი – ვისკონსინის და მიჩიგანის შტატებში. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პენსილვანიისა და მიჩიგანის ე.წ მერყევი შტატები, გადამწყვეტი შტატები არიან იმ შვიდი მერყევი შტატიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მიჩიგანის მოსახლეობა სტაბილურად აძლევდა ხმას დემოკრატებს, მაგრამ ეს ტენდენცია 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპმა დაარღვია. თუმცა 2020 წელს მიჩიგანში ისევ დემოკრატების კანდიდატმა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
პენსილვანიას ყველაზე მეტი, 19 კოლეგიის წევრი ჰყავს, ხოლო მიჩიგანს – 15. შემდეგ 5 შტატზე კი კოლეგიის წევრები ასე ნაწილდება: ჯორჯია – 16, არიზონა – 11, ნევადა – 6, ჩრდილოეთ კაროლინა – 16, ვისკონსინი – 10.
სულ საარჩევნო კოლეგიაში 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა მოიპოვოს 270 ხმა. ცნობისთვის, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა მხარდაჭერებთან ბოლო შეხვედრები პენსილვანიისა და მიჩიგანის შტატებში გამართეს.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024