03/05/2023
13:21
ეკონომიკა
NDI საქართველოში საზოგადოების განწყობის კვლევას ავრცელებს. მონაცემები 2023 წლის მარტში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის
რუსეთთან საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხები ასე გადანაწილდა:
◾ საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები - 25%
◾ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ისე უნდა დატოვოს, როგორც არის - 30%
◾ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები - 26%
◾ არ ვიცი - 16%
◾ უარი პასუხზე - 2 %
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ თითქმის განახევრდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები.
„ქალები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები უფრო მეტად უჭერენ მხარს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვა“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
0
0