12/10/2024
17:53
საზოგადოება
შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ბუკა პეტრიაშვილი ეხმაურება.
როგორც ბუკა წერს, პანაშვიდები კვირას და ორშაბათს გაიმართება.
შოთიკო პეტრიაშვილს სამშაბათს დაკრძალავენ.
„გაგვიფრინდა ჩვენი შოთიკო, შოსტია შოთია! პანაშვიდები კვირას და ორშაბათს ამაღლების 35 (მისი სახლიდან სოლოლაკში) გასვენება სამშაბათს უნივერსიტეტის ქუჩაზე სპორტის სასახლის წინ მდებარე კერძო სასაფლაოდან“ – წერს ბუკა პეტრიაშვილი და შვილის ფოტოებს გვიზიარებს.
ტრაგედია დატრიალდა წუხელ ყოფილი მინისტრის, "დროას“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში. მისი ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ალექსი პეტრიაშვილს სამი შვილი ჰყავს, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.
0
0