გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა მიუღებელია, მოვუწოდებთ ისრაელს, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს - მიშელი
11/10/2024
12:50
მსოფლიო
A-
+A
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებზე მიუღებელია.
„გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა არის უპასუხისმგებლო, მიუღებელი ქმედება და ამიტომ მოვუწოდებთ ისრაელს და ყველა მხარეს, სრულად სცენ პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
მანამდე, გაერო-ს სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ შტაბ-ბინას სამხრეთ ლიბანში, რის შედეგადაც ორი ინდონეზიელი ცისფერჩაფხუტიანი დაიჭრა.
მომხდარს გაერო-ში ინდონეზიის ელჩი, ჰარი პრაბოვო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინციდენტი „ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აყენებს ისრაელი თავის თავს საერთაშორისო კანონზე, დაუსჯელობასა და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე მაღლა“.
0
0
98
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%