23/08/2022
15:55
მსოფლიო
გაერო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მარიუპოლში სამხედრო ტყვეებისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლო გამართვის თაობაზე. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისში განაცხადეს, რომ სამხედროების დევნა საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გამო, სამხედრო დანაშაულად განიხილება.
როგორც ოფისში განაცხადეს, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მარიუპოლის ფილარმონიის შენობაში მიმდინარეობს საკნების მოწყობა, სავარაუდოდ უკრაინელი სამხედრო ტყვეების განთავსებისთვის.
როგორც „ბიბისი“ წერს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის თანამშრომლებს უარი განუცხადეს, მოენახულებინათ რუსეთის მიერ დაკავებული სამხედრო ტყვეები.
მანამდე, რუსული ტელეარხის ეთერში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ.
0
0