G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
24/03/2022
21:22
მსოფლიო
A-
+A
დიდი შვიდეულის სამიტზე გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის უკანონო აგრესიისა და პრეზიდენტი პუტინის დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
“ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხში”, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
დიდი შვიდეულის ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მტკიცედ განწყობილნი არიან მძიმე შედეგები დააკისრონ რუსეთს, მათ შორის, უკვე დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური ზომების სრულად განხორციელებით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენება.
“ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან”, - აღნიშნავენ დიდი შვიდეულის ლიდერები.
0
0
355
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%