17/11/2021
14:09
კულტურა
ნახატი „დიეგო და მე“ ["Diego y Yo"] ფრიდა კალოს ერთ-ერთი ბოლო ავტოპორტრეტია, რომელიც მხატვარმა 1949 წელს შექმნა. ნახატზე ჩანს აცრემლებული ფრიდა მეუღლესთან - რივერასთან - ერთად.
სამშაბათს ჩატარებულ აუქციონზე, Sotheby's-მა „დიეგო და მე“ აღწერა, როგორც "ფრიდა კალოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელიც აუქციონზე ოდესმე წარდგენილა". New York Times-ის ინფორმაციით, ნახატის მფლობელი არგენტინაში ერთ-ერთი მუზეუმის დამაარსებელი, ედუარდო ფ. კოსანტინი გახდა.
„დიეგო და მე“ აუქციონზე პირველად 1990 წელს 1,4 მილიონ დოლარად გაიტანეს.
ფრიდა კალო, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად ითვლება, განთქმული იყო სულიერი ტრავმის ამსახველი ინტიმური ავტოპორტრეტებით. ის, საკუთარი ხელოვნების საშუალებით, ამაყად უწევდა პოპულარიზაციას მექსიკურ კულტურას.
წყარო: https://www.bbc.com/news/world-latin-america-59315174
0
0