26/07/2023
18:11
სპორტი
როგორც უკვე ვწერდით, ყაზახური "აქტობე" ქუთაისში "ტორპედოსთან" მატჩისთვის რამდენიმე საათის წინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა ქართული სასაზღვრო მხარე ყაზახურ კლუბს არ აძლევდა თანხმობას, რომ თვითმფრინავი საქართველოში დამჯდარიყო.
"ევროპოპის" ინფორმაციით, ყაზახების ჩარტერული რეისის მიღებაზე საქართველომ უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ ამ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა.
"ტორპედოს" უშუალო ჩარევის შედეგად, პრობლემა მოგვარდა და "აქტობე" საქართველოში ხვალ, 27 ივლისს ჩამოფრინდება.
რაც შეეხება "აქტობეს" ლეგიონერის, ნიანგბოს საკითხს, ფეხბურთელს დოკუმენტები წესრიგში არ ჰქონდა და ვიზაზე უარი ამიტომ ეთქვა. "ტორპედომ" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ მოთამაშეზე ქვეყანაში შემოსვლის სამდღიანი საშვი დაეშვათ. საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ქუთაისის "ტორპედო" "აქტობეს" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება. დუელის პირველი შეხვედრა ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე" 27 ივლისს გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
0
0