16/05/2023
09:13
სპორტი
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის (UNFP) ტვიტერის გვერდმა აპრილის თვეში ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ მოულოდნელად „სენტ-ეტიენის“ მცველი, ნილს ნკუნკუ დაასახელა. არადა, ყველა მიიჩნევდა, რომ ჯილდო გიორგი მიქაუტაძეს უნდა მიეღო.
„ამჯერად ნილს ნკუნკუ. „სენტ-ეტიენის“ განაპირა მცველმა გამოკითხვაში გაიმარჯვა და ის აპრილში საუკეთესოა. გილოცავთ, ნილს“, – წერია საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის გავრცელებულ ცნობაში.
„მეცის“ 22 წლის ქართველმა თავდასხმელმა გასულ თვეში ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა. მასთან და ნილს ნკუნკუსთან ერთად ნომინანტი „ბორდოს“ თავდამსხმელი ჯოშ მაიაც იყო. UNFP Trophy-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას გულშემატკივრების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების შემტევი უშუალოდ „მეცის“ ქომაგებმა გუნდის თვის გამორჩეულ ფეხბურთელად აღიარეს და სპეციალური ჯილდო გასული ტურის მატჩის დაწყებამდე გადასცეს.
0
0