12/08/2024
09:06
სპორტი
პარიზში ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იყო.
პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და მასში 205 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს ღირსებას კი 28 სპორტსმენი იცავდა.
საქართველომ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ოლიმპიადაზე, ისტორიული შედეგი აჩვენა. 2008 წლის შემდეგ საქართველომ პირველად მოიპოვა სამი ოქროს მედალი; სულ კი შვიდი ოლიმპიური მედალი მიიღო და მედლების საერთო ჩათვლაში ისტორიაში პირველად 24-ე ადგილი დაიკავა.
ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:
ლაშა ბექაური - ძიუდო, 90კგ
გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ
ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა, +102კგ
ვერცხლის მედლების მფლობელები არიან:
ტატო გრიგალაშვილი - ძიუდო, 81კგ
ილია სულამანიძე - ძიუდო, 100კგ
გივი მაჭარაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, 97კ
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა:
ლაშა გურული - კრივი, 63,5კგ
დახურვის ცერემონიის ფოტოგაერეა:
0
0