24/10/2024
13:35
მსოფლიო
ფილიპინების ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტროპიკული შტორმის „ტრამის“ შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 150 000-ზე მეტი - იძულებით გადაადგილდა.
„ტრამმა“ ძირითადად კუნძული ლუზონი დააზიანა, რამაც გამოიწვია ფართო წყალდიდობა და მეწყერი. ქარიშხალი, 95 კმ/სთ-ში მაქსიმალური მდგრადი სიჩქარით, დასავლეთისკენ მოძრაობდა - კორდილერას მთიანი ჩრდილოეთ რეგიონის გასწვრივ, სამხრეთ ჩინეთის ზღვისკენ. ზოგიერთ ჩრდილოეთ პროვინციაში, მოსალოდნელია ძლიერი და ინტენსიური ნალექი, წყალდიდობა, მეწყერი და ქარიშხალი,“ - განაცხადა სახელმწიფო მეტეოროლგიურმა სააგენტომ.
Reuters-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სულ მცირე, 26 ადამიანი მეწყერმა წაიღო. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის მოლოდინში, მთავრობამ სტიქიის ზონაში არსებული კომერციული ობიექტები და სკოლები დახურა. ქვეყნის მასშტაბით, ათეულობით ფრენა გაუქმდა. ფილიპინების ცენტრალურმა ბანკმა მეორე დღეა, რაც სავალუტო ვაჭრობა და მონეტარული ოპერაციები შეწყვიტა.
0
0