05/11/2024
12:38
მსოფლიო
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამმართველო (ODNI), გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI), კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო (CISA) საპრეზიდენტო არჩევნების დროს, დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში საუბარია, რომ რუსეთი გავლენის მოხდენის მიზნით ატარებს ოპერაციებს, რათა ძირი გამოუთხაროს ხალხის ნდობას ამერიკის არჩევნების მთლიანობისადმი და გამოიწვიოს განხეთქილება ამერიკელებს შორის.
ამასთან, განცხადებაში რუსეთი „ყველაზე აქტიურ საფრთხედ“ არის მოხსენიებული.
„რუსეთთან დაკავშირებული გავლენიანი სუბიექტები ქმნიან ყალბ ვიდეოებსა და სტატიებს, რათა ძირი გამოუთხარონ არჩევნების ლეგიტიმურობას, დანერგონ შიში ამომრჩევლებში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით და გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ამერიკელები იყენებენ ძალადობას ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკური პრეფერენციების გამო. ეს ძალისხმევა წარმოადგენს რისკს ძალადობის პროვოცირებისთვის, მათ შორის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა მიმართ. ველოდებით, რომ რუსი აქტორები გაავრცელებენ ფალსიფიცირებულ კონტენტს ამ თემებით არჩევნების დღეს და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მომდევნო დღეებსა და კვირებში. დაზვერვის საზოგადოება მოელის, რომ ეს ქმედებები გაძლიერდება არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში და რომ უცხოური გავლენის ნარატივები ფოკუსირებული იქნება მერყევ შტატებზე.
რუსული გავლენის აქტორებმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს და გაავრცელეს სტატია, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები მერყევ შტატებში არჩევნების გაყალბებას გეგმავენ, რიგი ტაქტიკების გამოყენებით, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა და კიბერთავდასხმები. რუსული გავლენის აქტორებმა ასევე გააყალბეს ბოლო დროს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც წარმოდგენილი იყო ყალბი ინტერვიუ პირთან, რომელიც ირწმუნებოდა არიზონაში არჩევნების ფალსიფიცირების შესახებ, რომელიც მოიცავდა ყალბი საზღვარგარეთული ბიულეტენების შექმნასა და ამომრჩეველთა სიების შეცვლას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სასარგებლოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის არჩევნებისთვის უცხოური გავლენის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება ირანიც.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024