23/06/2022
16:16
მსოფლიო
ეს არის ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვისთვის და საქართველოსთვისაც, ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მაიკლ მარტინმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპული საბჭოს დღევანდელი შეხვედრა არის ისტორიული ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით.
„ჩვენ ირლანდიაში ვიცით, თუ რას ნიშნავს ევროკავშირი, ევროკავშირის წევრობა. ირლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება იყო ყველაზე გარდამტეხი გადაწყვეტილება და მოვლენა, რომელიც ირლანდიის თანამედროვე ისტორიაში მოხდა. ასე რომ, მე ყოველთვის ვერ ვხვდები იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია უარი ვთქვათ სხვა ქვეყნების გაწევრიანებაზე, რადგან ვიცით, რომ წევრობა თავად შესაძლოა, იყოს გარდამტეხი. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს რეფორმებს, ეკონომიკურ განვითარებას,“- აღნიშნა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ფიქრობს, რომ დღეს ევროკავშირი გაუგზავნის სოლიდარობის გზავნილს უკრაინელ ხალხს, რომ ისინი ეკუთვნიან ევროპულ ოჯახს.
0
0