25/06/2023
15:32
სპორტი
პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა, რომელმაც ჩეხეთი 17:14 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ჩეხებთან შეხვედრაში სამი ლელო გაიტანა, თავი გიორგი ჯობავამ, გიორგი ჭუაძემ და სოსო მათიაშვილმა გამოიჩინეს, სერგი ჩხაიძემ კი მხოლოდ ერთი ლელოს გარდასახვა მოახერხა.
B ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ბელგია 26:12 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას დღეს 20:30 საათზე ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპულ თამასებზე შვიდკაცა რაგბის ტურნირში გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამეადგილოსნები კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით შეეცდებიან.
0
0