18/12/2022
17:29
სპორტი
„შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, ისრაელის “თელავივ ჰითი” 29:17 დაამარცხა და თასი ზედიზედ მეორედ ჩაიბარა.
თბილისში, "ავჭალის“ სტადიონზე ფინალურ მატჩი თავიდანვე ლევან მაისაშვილის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. შავი ლომები სტარტიდანვე მაღალ ტემპში, ხაზით უტევდნენ და შესვენებამდე უკვე სამი ლელო გაიტანეს.
ანგარიში ჯარიმით ლუკა მატკავამ გახსნა, რასაც ჯერ საჯარიმო ლელო, შემდეგ კი დემე თაფლაძის ლელო მოჰყვა, ხოლო შესვენებამდე წამებით ადრე ლაშა ხმალაძემ მის მიერვე წამოწყებული იერიში 5 ქულით დაასრულა, რაც მატკავამ გარდასახა – 22:3.
მეორე ტაიმის დასაწყისში მატკავამ ლელო-გარდასახვით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მართალია მეორე ტაიმის შუაში მეტოქემ ორი საპასუხო ლელოს დადება მოახერხა, თუმცა დარჩენილ 20 წუთში „შავმა ლომმა“ მას მეტი ქულის აღების შანსი აღარ მისცა და თასიც სრულიად დამსახურებულად ჩაიბარა – 29:17.
ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირი, სუპერ თასი შარშან დაარსდა და პირველ ფინალს ლისაბონმა უმასპინძლა.
მაშინ „შავმა ლომმა პორტუგალიური “ლუზიტანუში” 17:14 დაამარცხა, ამჯერად კი ფინალს საქართველომ უმასპინძლა და ჩვენმა გუნდმა საპატიო ევროპული ტიტული კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024