ევროპაში ქარიშხალ „იუნისს“ 16 ადამიანი ემსხვერპლა
20/02/2022
12:40
მსოფლიო
A-
+A
ევროპაში ქარიშხალ „იუნისს“ 16 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა: ბელგიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, პოლონეთში, ირლანდიის რესპუბლიკასა და დიდ ბრიტანეთში.
ენერგეტიკული ქსელების ასოციაციამ განაცხადა, რომ დაახლოებით 155,000 მომხმარებელი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე სამხრეთ და აღმოსავლეთ ინგლისსა და უელსში.
ოთხ-ოთხი ადამიანი ნიდერლანდებსა და პოლონეთში დაიღუპა, სამი ადამიანი სტიქიას ინგლისში ემსხვერპლა, ორ-ორი კი გერმანიასა და ბელგიაში. ერთ ადამიანს მოგლეჯილი ხე დაეცა ირლანდიაში.
ჩრდილოეთ საფრანგეთში 30-მდე ადამიანი დაშავდა ქარიშხლის და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გაუქმდა ჩქაროსნული მატარებლები ბელგიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
სინოპტიკოსების ცნობით, სველი და ქარიანი ამინდი მომავალ კვირამდე გაგრძელდება.
0
0
396
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%