23/03/2022
19:46
მსოფლიო
„რუსი სამხედროები არ ასხვავებენ, რომელ ობიექტებს დაარტყან. ისინი ყველაფერს ანადგურებენ - საცხოვრებელ კვარტლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, წვავენ საკვების, მედიკამენტების საწყობებს. ისინი არ ითვალისწინებენ ისეთ მცნებებს, როგორიცაა სამხედრო დანაშაული, ჟენევის კონვენციის ვალდებულებები. მათ უკრაინის მიწაზე მოიტანეს ტერორი, სახელმწიფო ტერორი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველა ფაქტი ხელმისაწვდომია მსოფლიო საზოგადოებისთვის.
„ქალებზე, რომლებსაც რუსი სამხედროები აუპატიურებენ დროებით ოკუპირებულ რაიონებში; დევნილებზე, რომლებსაც დამპყრობლები ხვრეტენ პირდაპირ ქუჩებში; ჟურნალისტებზე, რომლებსაც კლავენ რუსი სამხედროები, მოხუცებულებზე, რომლებმაც ჰოლოკოსტს გაუძლეს, ახლა კი იძულებული არიან ბომბსაფარს შეაფარონ თავი რუსეთის დარტყმების გამო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, „ევროპას 80 წელია არ უნახავს ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო“ .
0
0
ბათუმში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
24/01/2025