23/06/2022
10:57
მსოფლიო
ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი ხმის მიცემის წესები ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განცხადა.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ბლოკმა უნდა შეცვალოს ხმის მიცემის წესები კვალიფიციური უმრავლესობით, რათა ცალკეულ ქვეყნებს გადაწყვეტილებების დაბლოკვა არ შეეძლოთ. თუმცა, როგორც მედია წერს, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, უკვე გამოთქვა წინააღმდეგობა ვეტოს უფლების დათმობაზე ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა.
გერმანიის კანცლერმა ასევე მხარი დაუჭირა ევროკავშირის უფრო ფართო „ინსტიტუციურ რეფორმებს“, რაც სავარაუდოდ მოითხოვს ხელშეკრულების კომპლექსურ ცვლილებას და აღნიშნა, რომ ასეთი რეფორმები უნდა იქნას გამოყენებული ევროკავშირში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად.
0
0