23/10/2024
21:23
მსოფლიო
ევროკავშირის სასამართლომ მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკისთვის სანქციების დაწესების შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა პლახოტნიუკი ევროკავშირის სანქციების სიაში რჩება.
ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების მოლდოვური ბიურო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სასამართლოს განმარტებით, ევროკავშირმა 2023 წლის გადაწყვეტილებაში პლახაოტიუკის სანქციების სიაში შეყვანის მიზეზები და მტკიცებულებები არ მიუთითა.
გადაწყვეტილების გასაჩივრება ევროკავშირის საბჭოს ორი თვის ვადაში შეუძლია.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პლახოტნიუკი ევროკავშირის სასანქციო სიაში, მათ შორის 2024 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რჩება.
ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრია. მან ქვეყანა 2019 წლის ივნისში დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. პლახოტნიუკს მოლდოვაში თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში, უკანონო გამდიდრებაში, უფლებამოსილების გადამეტებასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.
ევროკავშირმა პლახოტნიუკის წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის მაისში მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობისთვის დააწესა.
0
0