19/09/2024
15:29
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას 160 მილიონ ევროს გამოუყოფს, რათა ქვეყანა ზამთრის სიცივეებს გაუმკლავდეს, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„მე შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ [უკრაინას] ზამთრისთვის დამატებით თანხებს, დაახლოებით 160 მილიონ ევროს გამოვუყოფთ. გამოყოფილი თანხის 60 მილიონი ევრო ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება, მაგალითად თავშესაფრების გაშლასა და გამათბობლების შესყიდვას, ხოლო 100 მილიონი ევრო სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე დასძინა, რომ 100 მილიონი ევრო უკრაინას გადაეცემა ევროპაში გაყინული რუსული აქტივების წყალობით.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა უკრაინას ენერგეტიკის მხარდასაჭერად დაახლოებით 2 მილიარდი ევრო უკვე გადასცა. გარდა ამისა, უკრაინამ ევროკავშირისგან 10 ათასზე მეტი გენერატორი და ტრანსფორმატორი მიიღო.
0
0