13/07/2024
16:38
სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე გულშემატკივრობითა და სიმღერით ერთ-ერთი სანიმუშოები ვიყავით. - განაცხადა „ჯვაროსნების“ ყოფილმა თავდამსხმელმა და საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ
„ყველა ქართველებზე საუბრობს – ასე ლაკონურად, მაგრამ მრავლისმეტყველად შეაფასა ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა და ამჟამად ტელეკომპანია TNT Sports-ის ექსპერტმა საქართველოს ნაკრების გამოსვლა.
რიო ფერდინანთან შეხვედრაზე ასევე იყვნენ ფაბიო კაპელო, სამი ხედირა, ლუიშ ფიგუ, ჰაბიბი და ყველა ჩვენი ნაკრების სულისკვეთებას აღნიშნავდა. კოპა ამერიკაზე მესის და არგენტინას ცალკე ვგულშემატკივრობდი, ხოლო ევროზე ჩემთვის ყველა მესი და მესიზე ბევრად საყვარელი იყო, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშობდა.
გერმანიაში რაც ვნახე, კიდევ უფრო ემოციური გამოდგა – ეს იყო ქართველი ქომაგებების ჯარი. ყველაზე მეტად ის მიკვირდა, ამდენი პატარა ბავშვი რომ ჰყავდათ ჩამოყვანილი. ჩვენი ყველაფერი მოეწონათ, დროშა, ჰიმნი, ჩვენი ფერები. ეს ყველაფერი მართლა ზღაპარივით იყო.
ნანახი მყავს ნიდერლანდელი, შოტლანდიელი, თურქი, ესპანელი და გერმანელი გულშემატკივრები. მეშინოდა, რამე ჩხუბი არ მომხდარიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცოდა, ამდენი ქართველი ერთად როგორ მოიქცეოდა, გულშემატკივრობითა და სიმღერით ერთ-ერთი სანიმუშოები ვიყავით. ეს რიო ფერდინანდმაც აღნიშნა“, – განაცხადა შოთა არველაძემ.
0
0