ევრო 2024-ზე გატანილი 15 გოლით, ესპანეთმა საფრანგეთის 1984 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა
15/07/2024
17:35
სპორტი
A-
+A
ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ფინალურ მატჩში ინგლისი 2:1 დაამარცხა. ესპანელთა მხრიდან შეხვედრაში გოლები ნიკო უილიამსმა და მიკელ ოიარზაბალმა გაიტანეს.
საერთო ჯამში, ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილ გუნდს ევრო 2024-ზე 15 გოლი დაუგროვდა, რითიც ერთ ევროპის ჩემპიონატზე გატანილი გოლების რეკორდი გააუმჯობესა.
წინა რეკორდი საფრანგეთის ნაკრებს ეკუთვნოდა. 1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ფრანგებმა 14 გოლი გაიტანეს და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ფინალში მათ ესპანეთი 2:1 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონმა ესპანეთმა ტურნირის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები დაამარცხა.
0
0
153
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%