10/07/2023
22:45
სპორტი
„ევრო 2023-ის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე იცოდით, რომ საქართველოს 21-წლამდელთა გუნდს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე დააკლდებოდნენ. რამდენად გულდასაწყვეტი იყო ეს ამბავი?“, – პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ დასმულ ამ კითხვაზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უპასუხა:
„ჩვენ მანამდე გავიგეთ ეს ამბავი, სანამ საზოგადოებისთვის გახდებოდა ცნობილი. ამას სპორტული კუთხით რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელების გუნდში ყოფნა ძალიან გვინდოდა.
თუმცა, არის მეორე მხარე – ადამიანური. ამასთან დაკავშირებით განცხადება ბიჭებმა გააკეთეს და ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ მე მათი მესმის. და მეორე – ისინი ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ და ყოველთვის იქნებიან.
არანაირი პრობლემა მათთან დაკავშირებით არ არსებობს და ორივეს წარმატებას ვუსურვებ, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ყველა წევრს“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ რამაზ სვანაძემ.
0
0