ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ძირითადი კითხვა იყო, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი
25/10/2024
14:35
საზოგადოება
A-
+A
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ყველაფერზე მიაწოდეს ინფორმაცია.
„მათი ძირითადი კითხვა იყო, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ხმების დაცვას, რამდენად არიან ჩართულები ხმების დაცვაში და როგორ შეიძლება, დაეხმარონ პროცესს. ცხადია, ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია ყველაფერზე, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი“, – აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.
0
0
80
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%