10/10/2024
12:16
ეკონომიკა
საქართველოდან 2024 წლის 8 თვეში 215.2 ათასი აშშ დოლარის 23.7 ტონა თაფლი გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება თანხაში 55%-მდეა, მოცულობაში კი, 64.4%.
საექსპორტო ჩამონათვალში ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ლატვიაა მეშვიდე ადგილზე.
გასული წლის საექსპორტო ხუთეული კი ასეთი იყო: ჩეხეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, ლიბანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
98%-ით შემცირდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. წელს, საქართველომ EU-ს 27 ქვეყანაში 6.5 ათასის ნატურალური თაფლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ზოგადი ექსპორტი 30%-ით იყო შემცირებული გასულ, 2023 წლის 8 თვეში 2022 წელთან შედარებითაც. EU-ში ექსპორტი კი, 43.3%-ით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტი განხორციელდა:
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 99.9 ათასი აშშ დოლარის 7 ტონა;
- აშშ - 34.1 ათასი აშშ დოლარის 3.2 ტონა;
- აზერბაიჯანი - 25.8 ათასი აშშ დოლარის 7.7 ტონა;
- ერაყი - 21.8 ათასი აშშ დოლარის 2.9 ტონა;
- იაპონია - 10.1 ათასი აშშ დოლარის 600 კგ.
0
0