26/09/2023
15:10
ეკონომიკა
რუსეთსა და ბელარუსში ამერიკული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, დღეიდან ძალაში შევიდა ევროკავშირიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტის აკრძალვაც.
კონკრეტულად კი 26 სექტემბრიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების მიუხედავად, ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი იკრძალება.
შემოსავლების სამსახურის მიერ ჯერ კიდევ 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველო ამ ნაბიჯით საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ, შემზღუდველ სანქციებთან დაკავშირებით, ევროკავშირის მიერ, დაწესებული სანქციების ქვეშ მოქცეული პირებისა და საქონლის ჩამონათვალი, მოცემულია ევროპის საბჭოს 2014 წლის 31 ივლისის (EU) No 833/2014 რეგულაციის (COUNCIL REGULATION (EU) No 833/2014 of 31 July 2014 , concerning restrictive measures in view of Russia's actions destabilising the situation in Ukraine) კონსოლიდირებული ვერსიის დანართებში. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით და გაცნობა შესაძლებელია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/…
ამასთან, აღნიშნულ კონსოლიდირებულ დანართში, მე-11 პაკეტის სახით, შევიდა ცვლილება COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214 of 23 June 2023, გთხოვთ, იხილოთ ბმული:
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32023R1214
რომლის თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში (COUNCIL REGULATION (EU) 2023/1214).
აქვე განვმარტავთ, რომ 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო ემბარგოსა და სხვა სპეციალური კონტროლის რეგულაციის 746-ე ნაწილის მე-5 დანართის მიხედვით, მიუხედავად ავტომობილის ღირებულებისა, იკრძალება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული საავტომობილო კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.
იხილეთ შესაბამისი ბმული: https://www.ecfr.gov/…/chapter-VII/subchapter-C/part-746“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აღსანიშნია, რომ 1 აგვისტოდან ამერიკულ ავტომობილებზე ამოქმედებული აკრძალვის შემდეგ რუსეთში ავტომობილების რეექსპორტის აგვისტოში მკვეთრად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ავტომობილების ექსპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, რომ აკრძალვა რუსეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელზე უკვე აისახა და აგვისტოში, წინა თვეებთან შედარებით, რუსეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტი შემცირებულია.
წყარო: bm.ge
0
0