11/04/2022
14:45
კონფლიქტები
ესტონეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ესტონეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში 2022 წლის 10 აპრილს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ესტონეთი იმეორებს სრულ მხადაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პირველადი შედეგების მიხედვით, მარიონეტული რეჟიმი სავარაუდოდ მეორე ტურს გამართავს. სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
0
0