30/10/2024
10:54
მსოფლიო
სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ცხედრები იპოვეს.
ესპანეთში, კოკისპირულმა წვიმამ და სეტყვამ რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. როგორც BBC-ი წერს, 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ალბასეტეს პროვინცია ლეტურში, რომლის მოსახლეობაც 1000-ზე ნაკლებია. როგორც ვალენსიის რეგიონალურმა წარმომადგენელმა კარლოს მაზონმა განაცხადა, ცხედრების რაოდენობა ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტო AEMET-მა ვალენსიის რეგიონში, ასევე ანდალუსიაში, განგაშის „წითელი დონე“ გამოაცხადა. ვალენსიის მერიის ინფორმაციით, ყველა სკოლა და პარკი დახურულია და სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მოსახლეობას მოუწოდა, რომ გაითვალისწინოს ხელისუფლების რჩევები და თავი აარიდოს არასაჭირო მოგზაურობებს.
0
0