ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა
31/10/2024
22:41
მსოფლიო
A-
+A
ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა ვალენსიაში, ორი ადამიანი კასტილია ლა მანჩაში და ერთი ანდალუზიაში.
სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე ადგილას. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაა. რობლესმა ახსენა ვალენსიის ქალაქები: პაიპორტა და მასანასა, რომლებიც სერიოზულად დაზარალდნენ.
ესპანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა 1 205 სამხედრო მოსამსახურე, 300 მანქანა, 15 ვერტმფრენი და 18 უპილოტო აპარატი გაგზავნა სტიქიის ზონაში. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
0
0
99
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%