08/09/2023
19:48
სპორტი
ესპანეთის პროკურორებმა 8 სექტემბერს მოითხოვეს, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებულ ლუის რუბიალესს ბრალი წაუყენონ სექსუალური ძალადობის გამო, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ მოთამაშე ჯენი ერმოსოს ტუჩებზე კოცნის გამო მისი თანხმობის გარეშე.
"პროკურორები მოითხოვენ - ლუის რუბიალესის, როგორც ბრალდებულის და ჯენი ერმოსოს, როგორც დაზარალებულის - დაკითხვას", ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ესპანეთის სისხლის სამართლის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ ახლა უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს მოთხოვნა თუ არქივს გადასცეს.
ესპანეთის კანონმდებლობით, სექსუალური ძალადობა მოიცავს დანაშაულთა ფართო სპექტრს, ონლაინ ძალადობასა და ხელის შეხებიდან გაუპატიურებამდე და თითოეულს განსხვავებული სასჯელი აქვს. შეუთანხმებელი კოცნისთვის სასჯელი შეიძლება იყოს ჯარიმიდან ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) პრეზიდენტის, 46 წლის რუბიალესის საქციელს უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მთელ მსოფლიოში მას მერე, რაც ნებართვის გარეშე ტუჩებზე აკოცა ერმოსოს დაჯილდოების ცერემონიისას ესპანეთის ქალთა ნაკრების გამარჯვების შემდეგ სიდნეიში, 20 აგვისტოს.
33 წლის ერმოსომ მოგვიანებით განაცხადა, რომ არასასურველმა კოცნის გამო მან თავი "დაუცველად და თავდასხმის მსხვერპლად" იგრძნო, ხოლო სოციალურ ქსელებში გაკეთებულ განცხადებაში ეს აღწერა, როგორც "იმპულსური, მაჩოს საქციელი, უადგილო და ყოველგვარი თანხმობის გარეშე ჩემი მხრიდან".
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024