ესპანეთი უკრაინას შეტევით იარაღს მიაწვდის
02/03/2022
13:31
კონფლიქტები
A-
+A
ესპანეთმა უკრაინისთვის იარაღის არ მიწოდებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაადასტურა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლა. მისი თქმით, უკრაინას, რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად, უახლოეს მომავალში მიეწოდება შეტევითი იარაღი. ინფორმაციას RBC UKRAINE ავრცელებს.
სანჩესის თქმით, ესპანეთი შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, რომლებიც პირდაპირ უკრაინას გაუგზავნიან იარაღს. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ იარაღის მიწოდება არა მშვიდობის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით, როგორც აქამდე ხდებოდა, არამედ პირდაპირი გზით მოხდება.
„პუტინს არ სურს დემოკრატიის განვითარება და თავს ესხმის ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ეს არის თავდასხმა ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე“, - განაცხადა სანჩესმა
0
0
513
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%