05/08/2024
12:16
სპორტი
ფრანგმა ძიუდოისტმა, ტედი რინერმა Quelles Jeux-თან გურამ თუშიშვილთან პარიზის ოლიმპიადასა და 2022 წელს ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებებზე ისაუბრა:
"ჩვენს შორის ჩემპიონთა ლიგაზე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობაში მის გუნდს დავუპირისპირდი. ორი ისეთი რამ გააკეთა, რაც ძიუდოში ძალიან დასანანია. მატეს შემდეგ ზურგიდან თავს დამესხა. როგორც წესი, ეს ჰანსუკო მაკე, დისკვალიფიკაციაა. ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რომლითაც შეიძლებოდა მუხლის მძიმე ტრავმა მიმეღო. გამარჯვებულად გამოაცხადეს, მაგრამ შემდეგ შეხვედრა კომისიამ განიხილა და მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტეს.
პარიზში რაც მოხდა, ეს, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო, რადგან მგონია, ჩემ მიერ გაკეთებული ლამაზი იპონი არ მოეწონა. სპორტი სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის, განსაკუთრებით ოლიმპიადაზე. ამ ინციდენტზე ბევრი მესაუბრება. პასუხის გაცემის შემთხვევაში, შეიძლებოდა მეც დისკვალიფიკაცია მიმეღო. ოქროს მედალზე ვფიქრობდი და მოვიგე კიდეც". - განაცხადა რინერმა, ოლიმპიური ოქროს მიღების შემდეგ მედიასთან. თარგმანს sportall.ge ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პარიზის ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტს მსოფლიო პრესა, ძიუდოს გულშემატკივრები და სოცილური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვაგვარად აფასებენ.
შეხვედრის დასრულებიდან მალევე გავრცელდა ტედი რინერის ჟესტის ამსახველი ფოტო, რამაც გურამ თუშიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.
0
0