14/10/2024
11:57
სპორტი
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩეხეთთან საგარეო მატჩის შემდეგ, რომელიც მათმა გუნდმა 0:2 დათმო, UEFA-ში იჩივლა. საქმე იმაშია, რომ პრაღაში გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას, სტადიონზე რასისტული და შეურაცხმყოფელი ბანერები იყო გამოფენილი.
"ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად გმობს სამარცხვინო ქმედებებს, რაც მოხდა ჩეხეთთან მატჩის დროს. რასისტული სკანდირები და ალბანეთის დროშის შეურაცხყოფა აუტანელი და მიუღებელია ფეხბურთის მოედანზე. ეს სერიოზული აქტი და ღია თავდასხმაა ქვეყნის ღირებულებებზე.
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება რასიზმისა და შეურაცხყოფის ნებისმიერ ფორმას, რომელიც მიმართულია ეროვნული სიმბოლოების მიმართ და მიმართავს უეფას საჩივრით სასწრაფო დისციპლინური
ზომების მოთხოვნით. AFL-მა დაუყონებლივ უპასუხა ჩეხეთთან მატჩის პირველი ტაიმის დროს მომხდარ ფაქტს და ორგანიზატორებს სთხოვა სასწრაფო ზომების მიღება ამ ქმედებების წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია", - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ალბანელთა მორიგი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება და მატჩი დღეს "მიხეილ მესხზე" 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ასევე რომ საქართველოს ნაკრების ალბანეთში სტუმრობის დროს უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ალბანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს ჰიმნის გაჟღერების დროს სტვენა დაიწყეს, რასაც თან დაერთო ქართველი ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულო ხმაურიც.
0
0