28/09/2021
11:51
პოლიტიკა
მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა.
„მისი ერთადერთი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა, გამოაგდეს და ჩამოვიდა, დავუშვათ, რომ ჩამოვიდა ღამე, რა უნდა მოხდეს, კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით.
რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს, იმიტომ, რომ მან გამოუსწორებელი შედეგები, ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს და ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენს გუნდს. ზოგადად ვამბობ, რომ სააკაშვილს დახვდება ასი ათასობით ადამიანი, მასზე გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანას აპირებენ და ცდილობენ, რომ რაღაც ერთგვარი არეულობა, დაბნეულობა შემოიტანონ. ძალიან მარტივი პასუხია, სახელმწიფო გასცემს პასუხს. სააკაშვილი, როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად, კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
0
0