05/08/2024
13:29
სპორტი
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის თითოეული წევრი გაერთიანებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი დიდი იდეის გარშემო, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, - ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოლიმპიურ თამაშებზეც, რომელიც არის უმაღლესი სპორტული მოვლენა, მიზანი არის, რომ მაქსიმალურად იყოს მობილიზებული შესაძლებლობები, ნიჭი და იდენტობა.
„ვფიქრობ, ძიუდოს ფედერაციამ და აქ მომუშავე ადამიანებმა, სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა, თითოეულმა იმ პირმა, ვინც გაერთიანებული იყო ამ ერთი დიდი იდეის გარშემო, შეძლეს და მოიპოვეს უდიდესი წარმატება. ეს იყო მეორე საუკეთესო შედეგი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ. უკვე ბოლო ორ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენ ჯამურად შევძელით 7 ოლიმპიური მედლის აღება.
ეს ოლიმპიური თამაშები დახუნძლული იყო საკმაოდ ემოციურად, თუმცა, ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მიუხედავად პირველი უიღბლო დღეებისა, გამოვნახეთ ძალები და მოვიპოვეთ სამი უმნიშვნელოვანესი მედალი“, - აღნიშნა გიორგი ათაბეგაშვილმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ლაშა ბექაური.
„იგი არა მარტო ქართული სპორტის, არამედ მსოფლიო სპორტის ლეგენდა გახდა, თამამად შეგვიძლია ამას ვუწოდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ასაკში ორჯერ არავის აქვს მოპოვებული ორი ოლიმპიური ოქრო“, - დასძინა მან.
0
0