20/02/2022
13:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყირიმსა და დონბასში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 30 000-დან 35 000-მდე რუსი ჯარისკაცია.
ზელენსკი შიშობს, რომ რუსეთის პროვოკაციებს შესაძლოა საომარი მოქმედებები მოჰყვეს.
"ასე რომ, პროვოკაციები მართლაც ძალიან საშიშია, თუ ამდენი ჯარი იქნება. ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს ომი", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შეშფოთებას რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების საფრთხესთან დაკავშირებით უკრაინის მეზობელი ქვეყნებიც იზიარებენ.
"ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირის ისტორია და მათ ესმით, რა რისკები გვაქვს. პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა - მათ იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - დასძინა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობა "ტრაგედიაა მათი ერისთვის, მათი ხალხისთვის".
„ეს ტრაგედიაა რუსებისთვისაც, რომლებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ უკრაინასთან“, - დასძინა მან.
0
0