ეროვნული ვალუტა გამყარდა
04/02/2022
15:25
ეკონომიკა
A-
+A
ეროვნული ვალუტა გამყარდა. „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზეც დოლარი 2,98 თეთრი ღირს. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მაქსიმალური კურსი 2021 წლის 28 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი ამერიკული დოლარი 3 ლარსა და 46 თეთრად იყიდებოდა.
„წლის დასაწყისიდან, როცა პრემიერი ღარიბაშვილის მიერ იყო მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკის გახსნაზე, ეს გამყარებაც იმის შედეგია. იმიტომ, რომ გამყარება არის თანმდევი მაღალი ზრდისა, რომელიც წლის ბოლოს დაფიქსირდა. ჩვენ ვიცით, რომ გვქონდა არათუ რეგიონში, არამედ ევროპაში ეკონომიკური, ორნიშნა ყველაზე მაღალი ზრდა, ირლანდიის შემდეგ. გამყარების ფაქტორები, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ძალიან მაღალი ექსპორტის ზრდა, სარეკორდო. ადგილობრივი ექსპორტი პირველად გადაცდა 3 მილიარდ აშშ დოლარს; ტურიზმი ყველაზე პროგნოზზე უკეთეს მაჩვენებლზე გავიდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია იყო ფულადი გზავნილები, რომელიც 25%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.
0
0
466
სიახლეები
ყველა
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%