20/03/2024
17:41
კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათი უმკაცრესად დასჯა. ირაკლი ანთაძის განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის სამი ფაქტი დაფიქსირდა. წინა შეხვედრიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა უკანონო სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლების, კნოლევის, ზარდიაანთ კარისა და დვანის მიმდებარედ განახორციელეს.
ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა ერგნეთში 16 მაისს გაიმართება.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024