20/03/2024
11:35
კონფლიქტები
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
მონაწილეები გამყოფ ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. ქართული მხარე ისევ მოითხოვს ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას. მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე განიხილება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე და გამოძიების დეტალები.
„წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულია უკანონო ბორდერიზაციის სამი ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი ექვსი თანამოქალაქე. დადგება საკითხი და მოვიკითხავთ, რა სტადიაშია თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით საქმე. არის თუ არა აღძრული საქმე და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები“,- აღნიშნა ანთაძემ.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024