21/03/2024
09:46
კონფლიქტები
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, მხარეებს შორის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კვლავაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტური იყო. ქართულმა მხარემ მოითხოვა ინფორმაცია არის თუ არა მომხდარზე დაწყებული გამოძიება, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი მკვლელობის ფაქტს განაწესის ფარგლებში მოქმედებით ამართლებს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ცინიზმი უწოდა. ქართულმა მხარემ მოითხოვა ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის გათავისუფლებაც.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 118-ე შეხვედრის მონაწილეებმა გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტებიც განიხილეს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში. იმსჯელეს ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზეც, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. მომდევნო შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.
0
0