07/06/2022
11:42
კონფლიქტები
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას განიხილავენ. მისივე თქმით, მთავარი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება.
ამასთან, როგორც ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.
„შეხვედრაზე განვიხილავთ ყველა ინციდენტს, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მოხდა. ასევე მთავარი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ალან გაგლოევი უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ბუნებრივია, ჩვენ გავაპროტესტებთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც აქტიურ ფაზაშია, განსაკუთრებით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში გასწვრივ საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკანონო პატიმრობაში არიან, საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
0
0