06/02/2023
02:10
მედიცინა
“მათი „ექსპერტებისგან“ განსხვავებით, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, რომ თავიანთ კომპეტენციებს, სალიცენზიო უფლებებს გასცდნენ და ისაუბრონ ყველაფერზე: ფსიქიატრს აქვს უფლება, ისაუბროს გასტროენტეროლოგიაზე და მოკლედ, ასეთი გამოთქმა არსებობს, „ყველაფერჩიკები“ არიან, მე ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ”, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე მან სააკაშვილის ადვოკატის მიერ დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი.
„მე ვიცი პაციენტის ყველა ანალიზი, ყველა დღე, რაც მას ეხება. უბრალოდ, მათი „ექსპერტებისგან“ განსხვავებით, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ, რომ თავიანთ კომპეტენციებს, სალიცენზიო უფლებებს გასცდნენ და ისაუბრონ ყველაფერზე: ფსიქიატრს აქვს უფლება, ისაუბროს გასტროენტეროლოგიაზე და მოკლედ, ასეთი გამოთქმა არსებობს, „ყველაფერჩიკები“ არიან, მე ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ. მით უფრო, როდესაც მედიცინას შეეხება საქმე, ამ შემთხვევაში მკვეთრად მაქვს განსაზღვრული, რომ ყველამ თავისი ლიცენზიის ფარგლებში უნდა ისაუბროს და ის კითხვები, რაც მათ ჰქონდათ, მართლაც თუ აინტერესებდათ, ყველაზე პირველ მოწმედ მათ უნდა დაეძახათ მისი მკურნალი ექიმისთვის. საუბედუროდ, თუ არ ვიცი რატომღაც, საერთოდ საჭიროდ არ ჩათვალეს მკურნალი ექიმის დაძახება, რომელსაც აბსოლუტურად ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხის გაცემის უფლება თავისი ლიცენზიის ფარგლებში“, - განაცხადა ნადირაძემ.
0
0