16/05/2023
11:36
სპორტი
19-21 მაისს იტალიაში ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონის მეექვსე ეტაპი გაიმართება. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ემილია-რომანიაში ჩასატარებელი გრანპრის საკვალიფიკაციო ეტაპზე პილოტებს საბურავების განსხვავებული წესით გამოყენება მოუწევთ.
წინა ეტაპებზე პილოტების განკარგულებაში გრანპრისთვის 13 კომლექტი მშრალი ტიპის საბურავი იყო. ახლა გუნდებს მხოლოდ 11 კომპლექტი მშრალი ტიპის საბურავი ექნებათ – სამი ხისტი, ოთხი საშუალო და ოთხი რბილი.
ახალი წესის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ სეგმენტში პილოტები ვალდებულები იქნებიან, მხოლოდ ხისტი საბურავები გამოიყენონ, მეორეში მხოლოდ საშუალო, ხოლო მესამეში – მხოლოდ რბილი.
წვიმისა და გარდამავალი ტიპის საბურავების გამოყენებასა თუ რაოდენობაზე ეს ცვლილება არ იმოქმედებს, მათზე უკვე არსებული წესი გავრცელდება.
სხვადასხვა გამოცემა წერს, რომ ამ წესებით საკვალიფიკაციო გარბენი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორ გრანპრიზე ჩატარდება.
2023 წლის ფორმულა 1-ის სეზონს „რედ ბულის“ ნიდერლანდელი პილოტი, მაქს ფერსტაპენი ლიდერობს (119 ქულა), მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი სერხიო პერესია (105 ქულა), ხოლო მესამე ადგილს „ასტონ მარტინიდან“ ფერნანდო ალონსო იკავებს (75 ქულა).
0
0
ქარი, წვიმა, მთაში მოთოვს - ამინდი უარესდება
15/11/2024