07/11/2024
10:33
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, სატელეფონო საუბარში, რომელიც 25 წუთს გაგრძელდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მჭიდრო კონტაქტს“ შეინარჩუნებენ.
ემანუელ მაკრონის გარდა ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც დონალდ ტრამპს გამარჯვება სატელეფონო ზარის მეშვეობით მიულოცეს იტალიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები, ჯორჯია მელონი და კირ სტარმერი იყვნენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და რომსა და ვაშინგტონს შორის ისტორიული მეგობრობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, კირ სტარმერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში რეგიონული დაძაბულობის გაზრდის ფონზე ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
0
0