ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია - ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ზოგიერთი შეთანხმება დაიცვას
28/02/2022
22:08
ომი უკრაინაში
A-
+A
საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, ზოგიერთი შეთანხმება დაიცვას. კერძოდ, შეწყვიტოს დარტყმები და თავდასხმები სამოქალაქო საცხოვრებლებზე და დაიცვას ყველა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ მაკრონის ადმინისტრაცია იუწყება.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ითხოვა, რომ ადგილებზე დაცული იყოს შემდეგი: ყველა დარტყმების შეჩერება და თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, მთელი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე, მთავარი გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კერძოდ გზებზე კიევიდან სამხრეთით. პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა დაიცვას ეს სამი პუნქტი“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკეში.
მაკრონმა მას მოუწოდა, პატივი სცეს ჰუმანიტარულ სამართალსა და სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის საკითხს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა შესთავაზა ვლადიმერ პუტინს გაახანგრძლივონ კავშირი უახლოეს დღეებში, რათა არ დაუშვან ვითარების გაუარესება, რაზეც პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა.
ipn.ge
0
0
313
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%