ელენე ლოლაძემ ტაილანდურ კრივში ბრინჯაო მოიპოვა
26/06/2023
20:27
სპორტი
A-
+A
პოლონეთი მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე დასრულდა ნახევარფინალური შეხვედრები ტაილანდურ კრივში ქალთა შორის 54კგ წონით კატეგორიაში
ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი ელენე ლოლაძე ქულებით დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონთან, პოლონელ მარტინა კერჩინსკასთან შეხვედრაში და მესამე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ელენე ლოლაძის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მეხუთეა საქართველოს დელაგაციისთვის, რომელიც ამ დროისთვის ორი ოქროს (სანდრო ბაზაძე, ფარიკაობა და ზურაბ კინწურაშვილი, ტაეკვანდო), ერთი ვერცხლის (ზაზა ნადირაძე, ნიჩბოსნობა) და ორი ბრინჯაოს (გოგიტა არქანია, კარატე და ელენე ლოლაზე, ტაილანდური კრივი) მედალს ითვლის. გუნდურ ჩათვლაში საქართველო 25-ე ადგილზეა.
0
0
284
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%