09/12/2021
21:09
საზოგადოება
მან მადლობა გადაუხადა თანაგუნდელებს, სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმსა და ექთანს, ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში მასთან ერთად დაუღალავად მუშაობდა. ასევე, მოსახლეობას, რომელიც გაგებით ეკიდებოდა სამინისტროს რეფორმებსა და სიახლეებს.
„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები. ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად.
მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო და მთავარი სამიზნე პანდემიასთან ბრძოლა, ამის მიუხედავად, სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელიც როგორც სოციალური, ასევე, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კუთხით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე აისახება. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა და ვაფასებ, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები ამისთვის დაუღალავად შრომობდნენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მან ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და პროექტებზე. ასეთად მან დაასახელა სახელმწიფო ჰოლდინგის ჩამოყალიბება, სახელმწიფო კლინიკების გაერთიანება. ტიკარაძემ აღნიშნული საქართველოს 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ჯანდაცვაში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს პროექტად დაასახელა.
ტიკარაძემ ასევე ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმაზე და აღნიშნა, რომ ამ რეფორმის შედეგად საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის ადგილზე შესაძლებელი იქნება ხარისხიანი სერვისების მიწოდება.
ტიკარაძის თქმით, მისთვის ასევე მნიშვნელოვანია რეგულირების სამსახურში განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, GMP და GDP სტანდარტების დანერგვა, რისთვისაც ამ საქმეში ჩართულობისთვის, მან ფარმაცევტულ სექტორს მადლობა გადაუხადა. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული სტანდარტებით შესაძლებელი გახდება მომავალში მოსახლეობისთვის ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა.
0
0