26/07/2023
12:05
კონფლიქტები
წელს, ოკუპირებული აფხაზეთის სამვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება რუსებს უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე ეგვიპტეში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში. ამის შესახებ NEWS.ru-ს ტურისტული სააგენტო Sirena Travel-ის ხელმძღვანელმა იულია რჟევსკაიამ განუცხადა.
მისი თქმით, 20 წლის განმავლობაში პირველად ხდება ასეთი ვითარება.
„უბრალოდ ვაუჩერებს ვათვალიერებდი აფხაზეთში ორი მოზრდილისა და ბავშვისთვის 10 დღის განმავლობაში. არ არის საუკეთესო ვარიანტები, მაგრამ კვებით ისინი 220-240 ათასი რუბლი ღირს. თუ აიღებთ ნორმალურ, კომფორტულ ვარიანტს, რომელიც უფრო ახლოს არის ოთხ ვარსკვლავთან, ეს უკვე 280 ათასი რუბლია. ადრე კი შესაძლებელი იყო დასვენება 120-150 ათასი რუბლით”- თქვა მან.
რჟევსკაია აღნიშნავს, რომ აფხაზეთში ტურების მოძიება საკმაოდ მარტივია, რადგან ის საკმაოდ ძვირადღირებულ მიმართულებად იქცა და ამას ყველა არ ირჩევს.
„მაგრამ ფასები გიჟურია. და პირველად, 20 წლის განმავლობაში, ვხედავ, რომ აფხაზეთში, სამვარსკვლავიან სასტუმროში წასვლა უფრო გაძვირდა, ვიდრე ეგვიპტეში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში“, - ამბობს ტურისტული აგენტი.
0
0