ეგვიპტეში მორიელების შემოსევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
15/11/2021
11:30
მსოფლიო
A-
+A
„სამხრეთ ეგვიპტეში, გასული კვირის ძლიერი წვიმის, მტვრიანი ქარიშხლისა და თოვლის შემდეგ, ქალაქ ასუანის ქუჩები მორიელებითა და გველებით აივსო. მორიელის ნაკბენით სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 450-მდე პირმა სამედიცინო დახმარებისთვის მედიკოსებს მიმართა,“ - იუწყება ეგვიპტის სამთავრობო გაზეთი Al-Ahram-ი.
დაზარალებულებს შხამსაწინააღმდეგო პრეპარატებით სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობენ.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სახლში დარჩეს და ხეებიან ტერიტორიას მოერიდოს. ასევე ქალაქ ასუანში მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდა, დაიხურა ადგილობრივი მაგისტრალები, რათა უბედური შემთხვევები თავიდან იყო აცილებული.
როგორც ცნობილია, მორიელის ნაკბენი შეიძლება სასიკვდილო იყოს. სენტ-ლუის ზოოპარკის თანახმად, ჩრდილოეთ აფრიკაში გავრცელებული ეგვიპტური სქელკუდიანი მორიელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ სახეობად ითვლება.
0
0
579
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%