18/09/2023
21:07
ეკონომიკა
20:43 / 18-09-2023
"ეჭვი მაქვს, ფარცხალაძემ "ქეშის” გამოტანა მოასწრო" - იაგო ხვიჩია
გამიკვირდა ეროვნულმა ბანკმა, რომ შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა. ეჭვი მაქვს, "ქეშის” გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს , - ასე შეაფასა “გირჩის” ხელმძღვანელმა, იაგო ხვიჩიამ ყოფილ გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებსა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვა.
როგორც მან "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განმარტა, არ სჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს.
"ნელ-ნელა იშიფრება "ქართული ოცნება“. მეთერთმეტე წელი მოვიდა და უკეთესად იცნობს მთელი სამყარო, ადგილობრივი საზოგადოებაც. ისიც გამიკვირდა ოთარ ფარცხალაძეს ეროვნულმა ბანკმა რომ შეუზღუდა ანგარიშებზე წვდომა. ეჭვი მაქვს, "ქეშის“ გამოტანა მოასწრო და მერე შეუზღუდეს. მგონია, რომ ეს გაკვეთილია ქართველი ხალხისთვის, თუ როგორ იყენებს "ქართული ოცნება“ ხალხის ნდობას. ეს ხალხი რომ დამწკრივდა არჩევნებზე, ხმებს რომ აძლევდნენ "ქართულ ოცნებას“, 50-100 ლარზე, ხახვებზე და კარტოფილებზე რომ იყიდებოდნენ, ეგ არის ფაქტი. როცა 20-50 ლარად მოგისყიდიან, მერე გაგიბედავენ იმას, რომ ფარცხალაძე იყოს შენი გენერალური პროკურორი და დასანქცირებულ კაცზე გვეუბნებოდნენ, გვჯერა, კარგ საქმეს გააკეთებდა, ცუდად დაინახესო. ჩემი აზრით, ღირსია ის ხალხი, ვინც რომელიმე პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობას აძლევს. ეს სიმპტომი სხვადასხვა დროს ყველა ჩვენს მმართველს დაემართა. ახლაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სისტემა ბოლომდე ირყვნება, აქამდე მალავდნენ. მაგალითად, "ქართული ოცნების“ წევრებს სიმდიდრის გამოჩენა ცოტათი ეკრძალებათ, მაგრამ დავინახეთ, რომ თვითმფრინავი ტაქსებად ჰყავთ მოწყობილი და დაფრინავენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
0
0